გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

10-11-2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.


საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ ფილიალებში გაასაღეს ჯამში 3000 აშშ დოლარის ოდენობის 60 ცალი ყალბი 50 აშშ დოლარიანი კუპიურა.


„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.