გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

„შანხაის გამოფენაზე ქართული პროდუქციის მიმართ დაინტერესება დიდია“ - კომპანია „სანდომის“ წარმომადგენელი

10-11-2025

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში მიმდინარეობდა, 40-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. საქართველო, როგორც გამოფენის საპატიო სტუმარი ქვეყანა, სამი პავილიონით იყო წარმოდგენილი. ერთი მათგანი სურსათისა და სასმელების მწარმოებლებს ეკავათ.

 

კომპანია „სანდომი“ შანხაის გამოფენაში მეორედ მონაწილეობდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა სალომე ჩხეიძემ აღნიშნა, შანხაის გამოფენაზე ქართული პროდუქციის მიმართ დაინტერესება დიდია.

 

„ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა სახის პროდუქცია. ყველა ქვეყანას განსხვავებული მოთხოვნები და ინტერესები აქვთ და მუდმივად ვცდილობთ კონკრეტული ბაზრის თავისებურება გავითვალისწინოთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პროდუქცია მალე ჩინეთშიც გავა ექსპორტზე,“ - აღნიშნა სალომე ჩხეიძემ.

 

გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევს ორგანიზებას. შანხაის გამოფენაზე წელს 100-ზე მეტი ქვეყნის 3 ათასზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა და დაახლოებით 150 ათასმა სტუმარმა დაათვალიერა.