გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში თერთმეტი ჩიხის და კაციტაძის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება

11-11-2025

ქალაქ ონში თერთმეტი ჩიხის და კაციტაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მოადგილეებთან ერთად, დაათვალიერა ქალაქში ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მიიღო ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.

 

პროექტი სრულად არის მორგებული მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, რაც მიზნად ისახავს მათთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

 

მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 174 200 ლარს შეადგენს.