გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნანა ჟორჟოლიანი: ჩვენი ეკლესია, მამაოები არიან ყველანი მუქები - რატომ გვაქვს ეს სიმძიმე ეკლესიაში? კათოლიკების მარიამობა რომ ვნახე, ქორწილი მეგონა, თეთრები ეცვათ

11-11-2025

მე ნანახი მაქვს მონაზვნის აღკვეცა რამდენჯერმე და ძაან რთულია ამის ყურება, ანუ რომ უყურებ ამ პროცესს თვითონ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დოროთე ყურაშვილთან ინტერვიუს დროს განაცხადა.


ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და სასულიერო პირები „მუქები, ანუ შავები“ არიან და ინტერესდება, რატომ აქვს ეს სიმძიმე მართლმადიდებლურ ეკლესიას კათოლიკურისგან განსხვავებით.


„ჩვენი ეს ეკლესია, მამაოები არიან ყველანი მუქები, ანუ - შავები, ჯიპებიც კი შავები უყვართ. კათოლიკურშიც ნამყოფი ვარ, მე კათოლიკების მარიამობა რომ ვნახე, ქორწილი მეგონა, ისე ზეიმობდნენ, თეთრები ეცვათ. სულ მქონდა ეს შეკითხვა და ბარემ, ვისარგებლებ: რატომ ვართ ასეთი? ფეხზე დგომა - დაჯდომა არ შეიძლება, იქ შეიძლება, ანუ რატომ გვაქვს ეს სიმძიმე ეკლესიაში, თქვენი აზრით? იმიტომ, რომ თანამედროვედ რაღაცა პროგრესი არ მოხდა, თუ რატომ? არ მჯერა, რომ ღმერთი ამას ჩვენგან ითხოვს”, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.