გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

„საქართველოს მელიორაციამ“ წყლის მიწოდების 2026 წლის საპროგნოზო რეჟიმები გამოაქვეყნა

11-11-2025

შპს ,,საქართველოს მელიორაციამ“  საკუთრებაში არსებულ თითოეულ საირიგაციო სისტემასთან მიმართებაში საირიგაციო წყლის მიწოდების 2026 წლის საპროგნოზო რეჟიმები გამოაქვეყნა. რეჟიმებში გაწერილია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მიხედვით წყლის მიწოდების პერიოდი და ჯერადობა.


საქართველოსენერგეტიკისადაწყალმომარაგებისმარეგულირებელიეროვნულიკომისიის (სემეკ) რეგულაციებისშესაბამისად, საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმები 2026 წლის 1 თებერვლამდე დამტკიცდება.  საქართველოს მელიორაცია საირიგაციო წყლის მიწოდების საპროგნოზო რეჟიმების განხილვის მიზნით,  შესაბამისი რეგიონების მიხედვით,   საჯარო განხილვებს მოაწყობს. აღნიშნულ შეხვედრებზე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დააფიქსირონ საკუთარი წინადადებები მოქმედი რეგულირების ფარგლებში გამოქვეყნებულ საპროგნოზო რეჟიმებთან მიმართებაში.


კომპანიის მხრიდან მაქსიმალურად იქნება გაზიარებული წყალმომხმარებლების მოსაზრებები საპროგნოზო რეჟიმში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.  საჯარო განხილვებს კომპანია ხუთივე რეგიონულ სამსახურში  ჩაატარებს, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.


საქართველოს მელიორაცია მოუწოდებს  წყალმომხმარებელს, წინასწარ დაგეგმონ წყალსარგებლობის პერიოდი.

საპროგნოზო რეჟიმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ àhttps://ag.ge/Ge/Regimes