გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამეგრელოს პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთში მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროს ფართს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა.

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.