გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები დასრულდა

12-11-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლის არხზე სამუშაოები დაასრულა.


შედეგად,  არხის მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროებააღარ იარსებებს. ასევე, 100 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის კულტურების წარმოებასა და მოსავლიანობის ზრდას.


2012-2024 წლებში, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 34,094 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 32,067 ჰექტარზე გაუმჯობესდა.