გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ველური ბუნების სააგენტო „წითელი ნუსხის“ სახეობა ჭალის მუხის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობს

12-11-2025

წითელი ნუსხის სახეობების პროგრამის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „წითელი ნუსხის სახეობის“ ჭალის მუხის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობს.


ინიციატივის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტებმა ჭაჭუნას აღკვეთილში ჭალის მუხის 20 000-მდე ერთეული სათესლე მასალა მოიპოვეს. მოპოვებული მასალა დაითესა სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სადაც შექმნილია ოპტიმალური პირობები სახეობის ზრდა-განვითარებისთვის. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია ნერგების გადარგვა ბუნებრივ ჰაბიტატებში, ტერიტორიებზე, სადაც ჭალის მუხა ისტორიულად იყო გავრცელებული.


წითელი ნუსხის სახეობა ჭალის მუხა - Quercus pedunculiflora ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეების: მტკვრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის, ივრის, ალაზნის ჭალებში. მუხის ეს სახეობა რკოს გრძელი ყუნწით გამოირჩევა, რის გამოც მას „გრძელყუნწიან მუხასაც“ უწოდებენ. დღეის მდგომარეობით, ჭალის მუხა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოწყვლადი (VU – Vulnerable) კატეგორიით.