გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

12-11-2025

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


დოკუმენტს ხელი სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.


აღნიშნული მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და სტუდენტთათვის პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნის გაზიარება. 


დოკუმენტი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის გრძელვადიან პარტნიორობას. სამეცნიერო-კვლევითისაქმიანობისმხარდაჭერას დაერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების ჩატარებას.


შეხვედრის ფარგლებში, ნინო უტიაშვილმა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალსსსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საქმიანობა გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში, სტუდენტების აქტიური ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.