გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

13-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1990 წელს დაბადებულ ს.კ.-ს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა რ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.


ინფორმაციისთვის, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.