გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დაიწყო

13-11-2025

კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“გაიხსნა. სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიმართა.


დამსწრე საზოგადოებას სწავლების მიზნებისა და ამოცანების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინეს. „დიდგორი 2025“ ეროვნული - სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც მხარდაჭერილია კომპიუტერული სისტემებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.


კრწანისის პარალელურად, „დიდგორი 2025“-ის გახსნის ცერემონია სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზეც გაიმართა.

სწავლება „დიდგორი 2025“ მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი 2025“-ში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს. გაიზარდა საველე კომპონენტში უწყებების ჩართულობაც. საველე კომპონენტები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, მათ შორისაა: თბილისში კრწანისისა და აფრიკის დასახლებები, ვაზიანი, ორფოლო, ჩოხატაური, ბოლნისი, ალგეთი, ნორიო, გორი, კოპიტნარი, სენაკი, თიანეთი, ბათუმი, ფოთი და ქობულეთი.