გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

13-11-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა.


გივი მიქანაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრისჰუაი ძინფენგის მოწვევით,ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პეკინში გაიმართება.


მინისტრი ღონისძიების ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაზე, დანერგილ სიახლეებსა და სკოლებში ჩინური ენის სწავლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს.


ვიზიტისას მინისტრი ასევე ესტუმრება ნანძინგის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტს, შენჭენის პროფესიულ და ტექნიკურ სკოლასა და კომპანია Huawei-ის ცენტრალურ ოფისს, სადაც ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს განიხილავს.


გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძესთან - ერთად გაემგზავრა.