გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრს შეხვდა

14-11-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინში, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინფენგს შეხვდა.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.

 

გივი მიქანაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩინეთში მოწვევისთვის და უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.

 

თავის მხრივ, ჰუაი ძინფენგმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოხატა.