გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოავლინა

15-11-2025

სამართალდარღვევები დაფიქსირდა ყვარელის,  საგარეჯოს, თელავის, ლაგოდეხის, ახმეტის, თიანეთის, დუშეთის, ბორჯომის, შუახევის, ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.


ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე - 26 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 21 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებსაც ატარებენ; მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე” – აცხადებენ უწყებაში.