გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობასა და ფუნქციებზე მოსწავლეებთან საჯარო ლექცია გაიმართა

15-11-2025

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტუდენტური ორგანიზაციის „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის" მოსწავლეებთან საქართველოს პროკურატურის საქმიანობასა და ფუნქციებზე საჯარო ლექცია გაიმართა.


შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან პროკურატურის ფუნქციებზე, პროკურატურის საქმიანობაზე, სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ეტაპებზე, მტკიცებულებების მოპოვებაზე, ასევე სისხლის სამართლის დევნასა და საქმის სასამართლოში წარმართვაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე და პროკურატურის სტაჟირების კონკურსზე.


შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილების, სტრატეგიის, ამოცანების და პრინციპების გაცნობა და მათი ცნობიერების ამაღლება პროკურატურის საქმიანობის შესახებ, ასევე ახალგაზრდებში პროკურატურის, როგორც უწყების პოპულარიზაცია.


შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.


მოსწავლეებთან შეხვედრა სამ ეტაპად გაიმართა და მასში 130-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა მოსწავლეებთან ინფორმაციულ შეხვედრებს აქტიურად ატარებს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ისეთი მიზნობრივი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.