გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე თბილისის მერიის შპს „ჰერმესის" სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა

16-11-2025

საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე ქ.თბილისის მერიის შპს „ჰერმესის" მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ჰერმესის" სერვისების მართვის და სტრატეგიული განვითარების განყოფილების მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტმა სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით მოქალაქეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა, თითქოსდა კონკრეტულ სასაფლაოზე ბაბუამისი იყო დასაფლავებული, რის შედეგადაც სამ ადგილიანი საფლავის მიღებას შეძლებდა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4600 ლარი.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 14 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.