გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ვეტერინარული მანიპულაციები 5840 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა

17-11-2025

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 16 ნოემბრის მდგომარეობით, აჭარისიმერეთისკახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია  5840 ძაღლი/კატა.

ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები:

  • ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 5840  ძაღლი/კატა;
  • სტერილიზაცია/კასტრაცია ჩაუტარდა 5712  ცხოველს; 
  • იდენტიფიცირდა/საყურე ნიშნით დაითაგა 5812 (28 ძაღლს ქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი);
  • ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 5712.
  • 128 ძაღლი/კატა ამჟამად იმყოფება თავშესაფარში და ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.

საქართველოს  მთავრობის  განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, ვაქცინაციას,  დიაგნოსტიკურ ტესტირებას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ადამიანისა და ცხოველებისთვის.

პროგრამა აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს  მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და  განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.