გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფელ ლამისყანაში სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

17-11-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის ცენტრში სკვერის მშენებლობის მიმდინარეობას, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ჩიტიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

მშენებელმა შპს „ეტალონი 2007“-მა სკვერის ტერიტორია უკვე შემოღობა ლითონის მოაჯირით, მოაწყო გარეგანათება და რკინა ბეტონის საძირკველი, აგებს დეკორატიულ ფილების, რომელზეც დაიგება კაუჩუკის ფილები.

 

სკვერში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი სკამები.

 

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა - „მუნიციპალიტეტში დასასვენებელი სკვერების და ბავშვთა სივრცეების მოწყობა ყველა სოფლის მოსახლეობისა და ბავშვებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს“.