გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

„საქართველოს მელიორაციის“ დირექტორმა აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

17-11-2025

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი   აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის კომპლექსური საინვესტიციო პროექტი, რომელიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის, სურსათის, ბუნებისა და სოფლის განვითარების სექტორის გაძლიერებაზე.


საინვესტიციო პროექტი მოიცავს დასავლეთ საქართველოში არსებულ სადრენაჟე სისტემების მდგომარეობის შეფასებას, მათი რეაბილიტაციის პოტენციალსა და მიზანშეწონილობას. ინფორმაციისა და მოსაზრებების გაზიარებასთან ერთად,  მხარეებმა  მზაობა გამოთქვეს სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.


შეხვედრისშემდგომ, სადრენაჟე არეალების დათვალიერების მიზნით, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდნენ. 


პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული შეფასებები საფუძვლად დაედება ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიული რეკომენდაციების გაცემას სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის.