გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი კობახიძე: მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც

18-11-2025

ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.


მისივე თქმით, მომდევნო 3 წელი აღარ იქნება არჩევნები და ხელისუფლებას საშუალება ექნება თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად იზრუნოს ქვეყნის განვითარებაზე.


„წლევანდელი წელი საკმაოდ რთული იყო იმ კუთხითაც, რომ მოგვიწია ბევრი რამის გადალაგება, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. იყო ხარვეზიანი პროექტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ნაწილში. იყო პროცედურული კუთხით სხვადასხვა ტიპის ხარვეზები. წელს ვასწორებთ აბსოლუტურად ყველაფერს, შესაბამისად, მომავალი წლიდან იქნება რადიკალურად გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც. მათ შორის, იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ეფექტიანობა და ხარჯეფექტიანობა,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.