გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დმანისის მუნიციპალიტეტის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18-11-2025

დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის,  საირიგაციო არხების აღდგენისა და განვითარების შესახებ იმსჯელეს შპს  „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ, მხარეები პანტიანის, ხორხორისა და მთისძირის წყალსაცავებზე იმყოფებოდნენ  და არსებულვითარებასადგილზე გაეცნენ. 


როგორც „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა განაცხადა,ხორხორისა და მთისძირის წყალსაცავების  რეაბილიტაცია ათეული წელია არ ჩატარებულა. მას შემდეგ, რაც მთლიანი მუნიციპალიტეტის ირიგაციის პროგრამა შემუშავდება და წყალსაცავები სრული დატვირთვით იმუშავებს, ჯამში 2000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება უზრუნველყოფილი სარწყავი წყლით. წყალუზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდისა და მიწის რესურსების ზედმიწევნით ათვისებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემების სრული რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივ ფერმერებს უფრო მეტი ხელშეწყობა ექნებათ მეურნეობების შექმნასა და განვითარებაში.