გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

თბილისში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

18-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული რ.ბ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა.


„ირკვევა, რომ რ.ბ.-მ პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას - ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.


ასევე, რ.ბ.-მ ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონო მიითვისა.


ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.