გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბიძინა ივანიშვილი: მადლობა ამომრჩეველს და მთლიანად ჩვენს საზოგადოებას

28-11-2018

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს მადლობას უხდის.


განცხადება ამის შესახებ მან პარტიის ცენტრალური ოფისის წინ, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.


„პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია რეაქცია მოვახდინოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა არ გახლავს და ამისთვის უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლების შედეგებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


შეგახსენებთ, „ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილსმხარი ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს - 45%-მა. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად კი, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58 %, გრიგოლ ვაშაძემ კი 42 % მიიღო.