გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

24-11-2025

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიის გახსნის ცერემონიაში.


„ასამბლეაში მონაწილეობა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ პრიორიტეტულ საკითხებს: ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, საზღვაო სატრანსპორტო მიმართულების განვითარებას, მის უსაფრთხოებას, ისევე როგორც მის შემდგომ განვითარებასა და ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების კუთხით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, 25 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოხსენებით გამოვა და საქართველოს საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს.


ლონდონში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრთან, კვიპროსის პრეზიდენტის მოადგილე მინისტრთან სანაოსნო საკითხებში და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან.


საქართველოს დელეგაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთა ერთად მისი მოადგილე თამარ იოსელიანი და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი შედიან.