გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ტაკერ კარლსონი: ანდრეი ერმაკმა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ასობით მილიონი დოლარი მიითვისა

25-11-2025

თვეების განმავლობაში Wall Street Journal-ი აქვეყნებდა სტატიას, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ანდრეი ერმაკის პირადი კორუფცია. ერმაკმა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ასობით მილიონი დოლარი მიითვისა, - წერს ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი X-ზე.


მისი განცხადებით, WSJ-ის მიერ ანდრეი ერმაკის დაცვის მიზეზი ისაა, რომ სწორედ ერმაკი ხელმძღვანელობს უკრაინის მცდელობებს, ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჩაიშალოს. ის ასევე აკრიტიკებს გამოცემის მფლობელებს, მერდოკების ოჯახს და აცხადებს, რომ გაზეთს ისინი რუსეთთან ომის გასაგრძელებლად იყენებენ, რაც არა საინფორმაციო ორგანიზაციის, არამედ სადაზვერვო სააგენტოს დამახასიათებელი ნიშანია.


„თვეების განმავლობაში Wall Street Journal-ი აქვეყნებდა სტატიას, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ანდრეი ერმაკის პირადი კორუფცია. ერმაკმა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ასობით მილიონი დოლარი მიითვისა. გამოცემის რედაქტორებს ამის დამტკიცება შეუძლიათ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ამის ნაცვლად, ისინი ერმაკს იცავენ. რატომ?


იმიტომ, რომ ერმაკი ხელმძღვანელობს უკრაინის მცდელობებს, ჩაშალოს ტრამპის სამშვიდობო გეგმა აღმოსავლეთ ევროპისთვის. Wall Street Journal-ის მფლობელებს არ სურთ რუსეთთან მშვიდობა. მათ სურთ ომი. ამავდროულად, WSJ-ის სარედაქციო გვერდი აკრიტიკებს ტრამპის ადმინისტრაციას სამშვიდობო შეთანხმების დადების მცდელობისთვის. ეს ნამდვილი კორუფციაა. მკითხველის ინფორმირების გარეშე, მერდოკების ოჯახი იყენებს თავისი გაზეთის ორივე მხარეს რუსეთთან ომის გასაგრძელებლად. ეს არ არის საინფორმაციო ორგანიზაციის ქცევა. ეს სადაზვერვო სააგენტოს დამახასიათებელი ნიშანია“, - წერს ტაკერ კარლსონი.