გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტი დრონის საშუალებით აღკვეთეს

25-11-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი აღკვეთეს.


ფაქტი, ორთაჭალაში, დირსის დასახლებასთან, დრონით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა.


ბოლო წლებში  აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებისა და თანამშრომლების შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის პროცესი. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის დრონები.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებიქვეყნისმასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ თითოეულ შეტყობინებაზე.