გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაკსატ შეხვდა

25-11-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაკსატ მამიტკანოვს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.


განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ბოლო წლებში საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.


შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში ყირგიზეთის ჩართულობასა და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე.