გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

მარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს

25-11-2025

ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, ქართველი მეზღვაურების შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკა და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა იყო.

„საქართველოს მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა დღეს 20 000-ს აღემატება, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ელჩები არიან მსოფლიო ოკეანეებში. მათი პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარებულია 74 საზღვაო ადმინისტრაციის, მათ შორის ევროკავშირის 22 წევრი ქვეყნის მიერ.

„საქართველო აქტიურად განაგრძობს მეზღვაურთა კეთილდღეობის, წვრთნისა და შრომითი პირობების მხარდაჭერას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.