გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

26-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.თ. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა რომ, მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ბრალდებულს, 1982 წელს დაბადებულ ნ.ყ.-სთან და 1984 წელს დაბადებულ ლ.ქ.-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ორივე მათგანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.


სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.თ. ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აცხადებენ უწყებაში.


ინფორმაციისთვის, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.