გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს

26-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ა.ნ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა.


არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად, სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ.


სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.


ინფორმაციისთვის, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.