გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე: განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე

26-11-2025

განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.


მისივე თქმით, როდესაც განაშენიანების გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად, საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ტიპის დეველოპერული პროექტი განხორციელდება.


„რაც შეეხება უშუალოდ განაშენიანებას, რაც საინტერესო საკითხია საზოგადოებისთვის, უშუალოდ რა ტიპის დეველოპერული პროექტი განხორციელდება, როგორი იქნება სამშენებლო პროექტი. რა თქმა უნდა, შესაბამისი გეგმა, განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე. მას შემდეგ, რაც შემუშავდება განაშენიანების კონკრეტული გეგმები, საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა შენდება. ამან უნდა გაიაროს საკრებულოს პროცედურები, საჯარო განხილვები და ა.შ. შესაბამისად, ის თუ რა აშენდება და როგორ აშენდება იქნება საზოგადოებისთვის სრულად ცნობილი მოგვიანებით, როდესაც უკვე ეს გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად,"- აღნიშნა პრემიერმა.