გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის" პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, დავის შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი და ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება ნებისმიერი შესაძლო დავა საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს" შორის

26-11-2025

„იგლ ჰილსის" პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში, დეველოპერული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის - საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია იგლ ჰილსს შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, რაც მიღებული პრაქტიკაა.


„კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, რომელიც არის დადებული საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს" შორის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.