გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი

26-11-2025

ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.


მთავრობის მეთაურის თქმით, სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში 3-4 წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შეიქმნას ყველა ძირითად საგანში.


„თუ ჩვენ საკადრო პოლიტიკას და მთლიანად, უმაღლესი განათლების პოლიტიკას გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შევქმნათ ყველა ძირითად საგანში. ეს შესაძლებელია 3-4 წელიწადში სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში. დღეს, რომ ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტი, კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით არის ორი ძირითადი საგანი - კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები. აქედან ერთ-ერთ საგანში, ადამიანის უფლებებში დღემდე არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო. საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო არ გვაქვს. ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი", - განაცხადა პრემიერმა.