გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ინგა ფხალაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორ არტურ ლორკოვსკისთან ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილა

26-11-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს არტურ ლორკოვსკისა და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.


შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები და რეფორმები.


ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა კიდევ ერთხელ განაცხადა ორგანიზაციის მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა აღნიშნული პროცესების წარმატებით განხორციელებაში.

ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყნის წარმატებულ ჩართულობას, ორგანიზაციის მიერ 2025 წელს განხორციელებულ ღონისძიებებში.


შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ევროპულს დაუკავშირდება.


შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან საქართველოს ნორმატიული ბაზის დაახლოებისა და თანამედროვე კონკურენტული საბაზრო პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით.