გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის განათლების რეფორმა გაცვლით პროგრამებს, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროგრამებში

26-11-2025

არავითარ შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის განათლების რეფორმა გაცვლით პროგრამებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.


პრემიერის განმარტებით, პირიქით, როდესაც დაიხვეწება უმაღლესი განათლების სისტემა, ეს მისცემს სტუდენტებს უკეთეს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.


„აქედან გამომდინარე, ამ რეფორმას, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროგრამებში", - განაცხადა პრემიერმა.