გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორ წარმატებითაც პირადად მე უზრუნველვყავი 7 არჩევნების მოგება, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა

26-11-2025

რა თქმა უნდა, არავის გაყრა არ არის მიზანი, პირიქით, მოთხოვნა არის კვალიფიციურ კადრებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემაში არის დეფიციტური მიმართულებები, სადაც უცხოელების ჩამოყვანაც კი გახდება საჭირო, რადგან არ არის ქართველი კადრი, ვინც შეიძლება, მაღალი დონის ლექცია ჩაატაროს.


„არათუ არ შეიძლება, ვინმე გავყაროთ, პირიქით, გვჭირდება მაქსიმალურად კვალიფიციური კადრების მოზიდვა იმისთვის, რომ მათ მაღალი ხარისხის ცოდნა გაუზიარონ სტუდენტებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს არის არა მარტო კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა, არამედ ეს არის ეროვნული ამოცანა.


განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასული 13 წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ეს გვაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, მაქსიმალურად ვიზრუნოთ უმაღლესი განათლების რეფორმის გატარებაზე. აქ საუბარი იყო, რომ არა მარტო ქვეყანას, არამედ პარტიასაც შევუქმენით პრობლემები. მე მგონია, რომ ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორ წარმატებითაც პირადად მე უზრუნველვყავი 7 არჩევნების მოგება, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.