გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

27-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 2 პირი: 1984 წელს დაბადებული ვ.გ. და 1969 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები თბილისში, ავტომობილებით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით, სხვადასხვა დროს შეაჩერეს.


სამართალდამცველებმა ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ინფორმაციისთვის, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.