გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

მაიკ პომპეო: უკრაინის კონფლიქტის გაგრძელება ევროპას დაასრულებს, ამიტომ ომი უნდა დასრულდეს

27-11-2025

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის გაგრძელება ევროპას დაასრულებს, ამიტომ ომი უნდა დასრულდეს.


„თქვენ ახსენეთ ევროპა. ევროპას აუცილებლად სჭირდება ამის [უკრაინის ომის] დასრულება. მათ არ შეუძლიათ ამის სამუდამოდ გაჭიანურება“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, განაცხადა.


მისი თქმით, ევროპის ეკონომიკის ზრდა წარმოუდგენლად შენელდა და ომის დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ზრდის იმ ნიშნულზე დაბრუნება, რაც ევროპას შესაძლებლობას მისცემს, იყოს აშშ-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი.


„ევროპის ეკონომიკა ბოლო 18 თვის განმავლობაში წარმოუდგენლად ნელა იზრდებოდა და ევროპაში ამ კონფლიქტმა ყურადღება გადაიტანა იმაზე, რაც ყველას გვჭირდება: ვიყოთ ინოვაციურები, კრეატიულები და განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. თუ ჩვენ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ევროპამ იარაღი დაყაროს, თქვენ გექნებათ შანსი, რომ ევროპული ზრდა იმ დონეზე დააბრუნოთ, რაც ევროპას საშუალებას მისცემს, იყოს შესანიშნავი და მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც შეერთებულ შტატებს სჭირდება“, - განაცხადა პომპეომ.