გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიის „გარდაბნის მესაქონლეობა“ ფერმა დაათვალიერა

27-11-2025

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეჯნუნმამადოვი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში იმყოფებოდნენ, სადაც  სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მესაქონლეობა“ მესაქონლეობის ფერმის საქმიანობას გაეცნენ.


ფერმის მოწყობისა და საქმიანობის განვითარების მიზნით 2024-2025 წლებში კომპანიამ  არაერთხელ ისარგებლა  „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით.  შპს „გარდაბნის მესაქონლეობა“ ფლობს მესაქონლეობის ორ ფერმას, სოფელ სართიჭალაში მოქმედი ფერმა არის მეხორცული, ხოლო სოფელ  ლემშვენიერაში - სანაშენე მიმართულების.