გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შსს: გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კი კანონმდებლობა მკაცრდება

28-11-2025

სოციალურ ქსელებში ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიდეო, რომელშიც ისინი იარაღიდან ისვრიან. „იმედინიუსი“ დაინტერესდა, არიან თუ არა ეს ადამიანები იდენტიფიცირებული და მოახდინა თუ არა შს სამინისტრომ რეაგირება.


როგორც „იმედინიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, 28 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოში ასახული პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.


მათივე ინფორმაციით, გუდაურის პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით 15 კმ-ში, საავტომობილო გზიდან 300 მეტრში ნაპოვნია სასიგნალო პისტოლეტის გასროლილი ფუჭი ტყვიების მასრები და მასრების შესანახი მუყაოს კოლოფი.


„იმედინიუსი“ ასევე დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ კუთხით კანონმდებლობის გამკაცრება, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმადაც აკუსტიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება.