გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

The Sunday Times: ზელენსკი „ზღვარზეა“, მისი „ბრძოლა გადარჩენისთვის კი ასეთი პირადული ჯერ არასოდეს ყოფილა“

30-11-2025

The Sunday Times-ი წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „ზღვარზეა“, მისი „ბრძოლა გადარჩენისთვის კი ასეთი პირადული ჯერ არასოდეს ყოფილა“. სტატიის ავტორი ამის მიზეზად ანდრეი ერმაკის გადადგომასა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით აშშ-ის ზეწოლას ასახელებენ.


გამოცემა წერს, რომ თავისი ოფისის ხელმძღვანელის სახით ზელენსკიმ კორუფციული სკანდალისა და უკრაინის სამხედრო სტრატეგიის შესახებ მზარდი კითხვების გამო ყველაზე სანდო თანაშემწე დაკარგა.


დასავლური ჟურნალისტები წერენ, რომ პრეზიდენტს მოკავშირეების დაკარგვის პერსპექტივა ემუქრება. კიდევ ერთი პრობლემა სამთავრობო კოალიციის შესაძლო დაშლაა, რადგან „ხალხის მსახური“ დეპუტატების ნაწილი მზადაა, დატოვოს ფრაქცია და ოპოზიციასთან ერთად მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება სცადოს.


„პოკროვსკის მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი ამ თვის დასაწყისში რუსმა ჯარებმა ფაქტობრივად დაიკავეს და უკრაინაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ბევრი მოსკოვის წინაშე კაპიტულაციად აღიქვამს“, - დასძენს გაზეთი.