გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბნის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

1-12-2025

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბანზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბურე მეტრამდე სამასალე მერქანი. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. 


„კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, რეგიონული სატყეო სამსახურები სრულადაა აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით. მონიტორინგს, დრონებთან ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებისა და სამხრე კამერების საშუალებითაც ხორციელდება, რაც ტყეზე კონტროლის გაძლიერების საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.