გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის სპორტკომპლექსში ძიუდოში საჩვენებელი მასტერკლასები ჩატარდა

1-12-2025

კასპის სპორტკომპლექსის საჭიდაო დარბაზში 24 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ჭიდაობა ძიუდოში საჩვენებელი მასტერკლასები მიმდინარეობდა.


მასტერკლასებს კასპელი ტიტულოვანი სპორტსმენები, საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში კახა მამულაშვილი და საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ჯაბა პაპინაშვილი უძღვებოდნენ.


სპორტულ ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე დაესწრო. „ჩვენი მიზანი ბავშვებში ჭიდაობის განვითარება და პოპულარიზაციაა, წამატებული მოჭიდავეები კი საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მომავალ თაობას, რომ ხელი შეუწყონ სპორტულ მიღწევებში“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.