გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გივი მიქანაძე: სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურას შევუქმნით და გავაძლიერებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს

1-12-2025

„სახელმწიფო უნივერსიტეტებს ექნებათ მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რეკრეაციული ზონები და ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტური ცხოვრებისთვისა და სასწავლო პროცესისთვის მნიშვნელოვანია. სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გადავიყვანთ და გავაძლიერებთ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.


მინისტრის თქმით, რეფორმის განხორციელების პარალელურად გაგრძელდება მუშაობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც 3-4 წლიან პერიოდს მოიცავს.


„საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროცესების პირველი ეტაპი იწყება. აღნიშნული მოიცავს რუსთავის მიმდებარე ტერიტორიასთან და ქუთაისის ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარედ საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.