გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დონალდ ტრამპი BBC-ზე: ჩვენ მათ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციისთვის ვუჩივლებთ

1-12-2025

„ჩვენ მათ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციისთვის ვუჩივლებთ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, BBC-სთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.


„ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთო, მათ აღიარეს კიდეც, რომ მოატყუეს. მათ შეცვალეს ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები“, - განაცხადა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე არ უსაუბრია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, თუმცა მას უახლოეს დღეებში დაურეკავს.

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, თავად სტარმერმა მასთან დაკავშირება სცადა, რომელიც ინციდენტის გამო „ძალიან შერცხვენილი იყო“.