გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

სკანდინავიელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას ეცნობიან

2-12-2025

სკანდინავიის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მარკეტინგული კამპანიიას ფარგლებში, ტუროპერატორებს მასპინძლობს.  ნორვეგიული, შვედური და დანიური ტურისტული კომპანიების 9 წარმომადგენელი საქართველოს ავიაკომპანია Air Baltic-თან თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სკანდინავიელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანის, ტურების დაგეგმვისა და პაკეტების შეთავაზების საკითხები განიხილეს. შეხვედრას 40-მდე ქართველი ტუროპერატორი დაესწრო.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფოტურის ფარგლებში ნორვეგიელი, შვედი და დანიელი ტუროპერატორები ეწვივნენ გუდაურს, გაეცნენ ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებსა და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. ტურის მონაწილეები ეწვივნენ ანანურს, მცხეთას. ტუროპერატორები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც  სიღნაღში, გურჯაანში, თელავში, წინანდალსა და ყვარელში მდებარე სასტუმროები დაათვალიერეს, გაეცნენ ადგილობრივ კულინარიასა და ღვინოს.