გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

დავით სონღულაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, ამირ ოხანას შეხვდა

2-12-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იერუსალიმში ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, ამირ ოხანას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და რეგიონული სტაბილურობის საკითხები.


დავით სონღულაშვილმა ამირ ოხანას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის მიღებისთვის, მიულოცა ქნესეთის თავმჯდომარედ არჩევა და ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის  მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე და ამ პროცესში ქნესეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.


შეხვედრის დასასრულს, დავით სონღულაშვილმა ამირ ოხანა საქართველოში მოიწვია.


შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში ესწრებოდნენ.