გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ნანა ჟორჟოლიანი: ფონდიდან 480 000 ლარის ( 2 400 000 ერთეული ) პირბადე შევიძინეთ

2-12-2025

ოპოზიციონერი ჟურნალისტი ნანა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს, სადაც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების მიზეზად, პირბადეების შეძენას ასახელებს.


მისი გამოთვლით, მან პირბადეების შეძენაში ფონდიდან 480 000 ლარი დახარჯა, რაც დაახლოებით 2 მილიონ 400 ათას პირბადეს უდრის.


„ნანუკას ფონდის“ დაყადაღების მთავარი მიზეზი პირბადეების შეძენაა. 600 ათას ლარამდე დაიხარჯა თავდაცვის საშუალებებში და აქედან, 80% პირბადეების ხარჯი იყო. ათი ათასობით პირბადე დავარიგეთ და წარმოიდგინეთ, ასე რომ არ მომხდარიყო. როგორ უნდა მითხრას მბრალდებელმა რომ არასაჭირო ხარჯი იყო, როცა პირდაპირი გაგებით, გვწამლავდნენ“, - წერს ნანა ჟორჟოლიანი.