გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: რამდენი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი და ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც

2-12-2025

არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, დანაშაულის ჩამდენი ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკაში იპოვონ თავშესაფარი და სწორედ ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც.


„ხედავთ, რომ რამდენი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი და ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რაც არასწორია. ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში. აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს,"- განაცხადა პრემიერმა.