გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს

2-12-2025

თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელის ბრალდებებთან დაკავშირებით განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თინა ხიდაშელის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი წერილი, სადაც ის ბრალს დებს საქართველოს ხელისუფლებას, არის სამარცხვინო ღალატი, რომელსაც უცხოური გავლენის აგენტები სჩადიან მრავალი წელია.


„თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს. რაც შეეხება სპეკულაციებს, იგივე, ვიზიტის თემით, იმ ვიზიტში მონაწილეობდნენ ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, თუმცა, იქ თინა ხიდაშელებს არ დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით და არც საერთაშორისო თინა ხიდაშელებს დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით. ეს არის სამარცხვინო ღალატი, რომელსაც უცხოური გავლენის აგენტები სჩადიან მრავალი წელია", - განაცხადა პრემიერმა.